რუსა მორჩილაძის ავტორობით შექმნილი სიმღერები
რუსა მორჩილაძე კომპოზიტორი, რომლის ანგარიშზე ათასობით სიმღერაა და შეიძლება ითქვას, ქართული შოუბიზნესის დიდი ჰიტები სწორედ მას ეკუთვნის. მისი სიმღერები სახალხო სიყვარულს იმსახურებს. პირველი სიმღერა „იები“ 15 წლის ასაკში დაწერა, მას შემდეგ მისი მუსიკალური კალამი არ გაჩერებულა ამჟამად „საქართველოს“ ხმის ჟიურის წევრია დათო ფორჩხიძესა და გიორგი ძოწენიძესთან ერთად. სხვათა შორის, „ურსას“ სოლისტს ახლახან სიმღერა „ერთი გოგო შემიყვარდა“ დაუწერა, რომლის ნახვაც დიდი ხანია, გადასცდა მილიონს
„რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური პროექტის, „საქართველოს ხმის“ ჟიურის წევრი ხარ. როგორი იყო პირველი ფიქრები, როდესაც ჟიურის წევრობა შემოგთავაზეს?
პირველი ფიქრები იყო, რომ არ მინდოდა დათანხმება. ისეთი პერიოდი მაქვს, რომ სიახლეებს ენთუზიაზმით ვერ ვხვდები. თავისთვის ძალა უნდა დამეტანებინა, რომ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ეს დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ეს ჩემი საქმეა და მივიღე გადაწყვეტილება, ეს წინადადება მიმეღო. ასე აღმოვჩნდი „საქართველოს ხმაში“ და სხვათა შორის, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ეს არის მთავარი, არანაირი სხვა ინტერესი არ დგას ამის წინ.